სლოვაკეთში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე, იუნიორებს შორის, რაპირით ფარიკაობაში, ლიზა თაყაიშვილმა ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა - ტურნირში 217 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ქართველმა ჯგუფურ ეტაპზე 5 ბრძოლა მოიგო, რის შემდეგაც კიდევ 3 ბრძოლა მოიგო და T 16-ის ეტაპზე უნგრელ მეტოქეს დაძაბული შეხვედრა მოუგო (15:13), რითაც 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1/4 ფინალში, ლიზა ამერიკელ მეტოქეს დაუპირისპირდა, 6:12 დამარცხდა და გათამაშების 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.