უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე კრივის 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ლუკა ნიქაბაძე ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჩხუბებს.
70 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ნიქაბაძემ ბერძენ ზახარიას მილონასს მოუგო და სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის უფლება მიიღო.
ხვალ, 29 ნოემბერს, ლუკა ფინალურ შეხვედრაში რუმინელ დანიელ-რაი სტოიჩანს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები გორ აივაზიანმა (55 კგ.) და ჰურამან კასუმოვამ (57 კგ.) მოუტანეს.