ილია თოფურია აცხადებს, რომ მისთვის სულერთია, ვინ იქნება მისი მეტოქე 15 ივნისს დაგეგმილ ისტორიულ ღონისძიებაზე.
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი თეთრ სახლში გასამართ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, თუმცა დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სათადარიგო მებრძოლი არმან ცარუკიანი იქნება.
დანა უაითი: ,,ცარუკიანი თოფურია-გეიჯის ბრძოლის დამზღვევი იქნება"
თოფურიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცარუკიანის ჩართულობა მასზე გავლენას არ ახდენს:
ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მთავარია, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს. მნიშვნელობა არ აქვს, წინ ჯასტინი დამიდგება, არმანი თუ ნებისმიერი სხვა, შედეგი ყველასთვის ერთი იქნება.
მან ასევე უპასუხა კითხვას ცარუკიანთან არსებულ პირად მტრობაზე და აღნიშნა, რომ სერიოზულად არ აღიქვამს მის სიტყვებს:
პირადი? ბავშვის ნათქვამს პირადად არ იღებენ. არმანს შეუძლია მთელი დღე ჩემზე საუბარს დაუთმოს, მე ამას გულთან ახლოს არ მივიტან.
საინტერესოა, რომ არმან ცარუკიანს ივნისში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. 13 ივნისს ის ტონი ფერგიუსონთან გრეპლინგის მატჩში მონაწილეობს, იმავე დღეს კი UFC-ის ბრძოლისთვის წონა უნდა ჩააბაროს. თუ რომელიმე მებრძოლი ჩაეხსნება, ცარუკიანს შესაძლოა ორ დღეში ორი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწიოს.
VIDEO: თოფურიასა და გეიჯის პირისპირ დგომი