ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში, რომელიც Prudential Center-ში გაიმართება, ხამზატ ჩიმაევს შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ რთული დაპირისპირება ელის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიმაევი საშუალო წონის ტიტულის დასაცავად აშკარა ფავორიტია, მახაჩოვი სიურპრიზს არ გამორიცხავს.
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ თუ ჩიმაევი ბრძოლის სწრაფად დასრულებას ვერ შეძლებს და დაპირისპირება ხუთივე რაუნდს გასტანს, მას ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს.
მახაჩევმა განაცხადა, რომ სტრიკლენდის სპარინგ-პარტნიორებთან, მათ შორის რამაზან კურამაგომედოვთან საუბრის შემდეგ გაარკვია, რომ ამერიკელი მებრძოლი პარტერში არასდროს ჩერდება და მუდმივად ფეხზე წამოდგომას ცდილობს.
ისლამმა სტრიკლენდის პიროვნებაზეც ისაუბრა და მას „ოდნავ შეშლილი“ უწოდა. მან გაიხსენა მათი პირადი შეხვედრა სამი წლის წინ, როცა სტრიკლენდი დაინტერესდა დაღესტანური ტრადიციებითა და ოჯახური ღირებულებებით.
მახაჩევის თქმით, სტრიკლენდი პირისპირ საუბრისას ნორმალურად იქცევა, თუმცა კამერების წინ და წნეხის ქვეშ თავს ვეღარ აკონტროლებს.