ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გულდაწყვეტილად ისაუბრა, როცა რომელუ ლუკაკუს შესახებ ჰკითხეს.
ბელგიელი ამ კვირის დასაწყისში დაბრუნდა ნაპოლიში მას შემდეგ, რაც უცნაურად გაუჩინარდა - მარტში ის არ გამოცხადდა ვარჯიშზე და ამის გამო კლუბმა დააჯარიმა.
კონტეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ლუკაკუსთან საუბრის შესაძლებლობა და იტალიელმა მწვრთნელმა ასე უპასუხა:
„არა, ჯერ არ მქონია ამის შესაძლებლობა. ვიცი, რომ ერთ-ერთმა დირექტორმა მასთან ისაუბრა, ის სავარჯიშო ბაზაზე მოვიდა, ჩემი ოფისი იქვე იყო… მაგრამ არავინ დამიკაკუნა კარზე და ამან ნამდვილად გამიცრუა იმედი, რადგან ველოდი, რომ მომესალმებოდა და რაღაცას მეტყოდა მაინც.
ასეთ სიტუაციებში მწვრთნელი ცდილობს ყველას გაუგოს, მაგრამ არავინ ცდილობს, რომ მწვრთნელს გაუგოს.
ცხადია, ეს მიანიშნებს, რომ ლუკაკუსა და ნაპოლის შორის ურთიერთობა უკვე ისეთი აღარ არის, როგორც ადრე, მაშინ როცა მისი მომავლის შესახებ სპეკულაციები იზრდება.
ლუკაკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ სეზონში, როცა ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო, მაგრამ ამ სეზონში კლუბმა რასმუს ჰოილუნდი დაიმატა, რომელმაც გარკვეულწილად შეავსო ბელგიელის არყოფნით შექმნილი სიცარიელე.