VIDEO: ნაპოლიმ ლაციოსთან წააგო და ინტერს კიდევ უფრო ჩამორჩა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურში ნაპოლი სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ლაციოს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე სტუმრები მატეო კანსელიერიმ დააწინაურა. რომაელებს პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მატია ძაკანიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ლაციომ სხვაობა ორამდე მაინც გაზარდა. 57-ე წუთზე ტომა ბაშიჩმა გამოიჩინა თავი, კანსელიერიმ ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა.
საბოლოოდ ნაპოლი საკუთარ მოედანზე 0-2 დამარცხდა და ინტერის ჩემპიონობისკენ გზა კიდევ უფრო დააჩქარა.
ამ მომენტისთვის მილანელები მდევარს 12 ქულით უსწრებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შემდეგ ტურში ნერაძურიმ სკუდეტო გაინაღდოს.