მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კალიფორნიაში ინდიან უელსის ტურნირი ტარდება, რომელიც დასკვნით ფაზაშია. უკვე გაიმართა ქალთა 1/2 ფინალური მატჩები და გაირკვა თუ ვინ იბრძოლებს ფინალში ტიტულისთვის.
პირველ მატჩში 17 წლის მირა ანდრეევამ პოლონელი იგა შვიონტეკი 3 სეტში (7-6, 1-6, 6-3) დაამარცხა და ფინალში გავიდა, მისი მეტოქე კი არინა საბალენკასა და მედისონ ქიზს შორის გაირკვა, სადაც ბელარუსმა ჩოგბურთელმა მარტივად, 2 სეტში (6-0, 6-1) იმარჯვა.
ანდრეევამ ფინალის გზაზე შვიონტეკთან ერთად გრაჩევა, ტაუსონი, რიბაკინა და სვიტოლინა დაამარცხა, საბალენკამ კი გზად კესლერი, ბრონზეტი, კარტალი, სამსონოვა და ქიზი გაიარა.
ინდიან უელსის ჩემპიონი გასულ წელს იგა შვიონტეკი გახდა, შესაბამისად ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ფინალური მატჩი 16 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები