ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა, ასტონ ვილასთან ნაჩვენები თამაშის გამო ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
„ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერება შეუძლებელი იყო. ზოგჯერ ასტონ ვილა მასთან ახლოსაც კი ვერ მიდიოდა.
აქსელ დისასიმ არ იცოდა, მიახლოვებოდა თუ არა კვარაცხელიას. ის ყოველ ჯერზე ახერხებდა მის მოტყუებას." - აღნიშნა რობინსონმა.
კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან 3:1 მოგებულ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
VIDEO: კვარას შედევრი და დამაჯერებლად დამარცხებული ვილა - პსჟ ინგლისში კარგი უპირატესობით ჩავა