ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ინგლისური კლასიკა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

ინგლისური კლასიკა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში, ოლდ ტრაფფორდზე მორიგი ჩრდილო-დასავლური დერბი გაიმართება.


მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად პირდაპირ ბრძოლაში არიან, გუნდებს შორის სხვაობა კი მხოლოდ სამი ქულაა.


მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული

კვირა, 3 მაისი, 17:30 ▪️ ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი ▪️ მთავარი არბიტრი - დარენ ინგლენდი



მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს გადის. ბრენტფორდთან გამარჯვებამ (2:1) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდმა არაიდეალური მატჩების მოგება ისწავლა. კერიკის მოსვლის შემდეგ მანკუნიანელებმა ლიგაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, ხოლო ოლდ ტრაფორდი ნამდვილ ციხესიმაგრედ იქცა - 6 გამარჯვება ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრუნო ფერნანდეშის ფორმა: პორტუგალიელს ფანტასტიკური სვლა აქვს, მიმდინარე სეზონში უკვე 19 საგოლე გადაცემა დააგროვა და პრემიერ ლიგის ისტორიული რეკორდის გამეორებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.


მასპინძელთა შემადგენლობაში საკადრო პრობლემებიცაა: დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ლისანდრო მარტინესი, კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკ შოს თამაშიც, ხოლო მატეის დე ლიხტი გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს. თუმცა, კუნიას დაბრუნება შეტევას ვარიაციულობას მატებს, კაზემიროს საოცარი ფორმა კი გულშემატკივრებს იმედს აძლევს.



ლივერპული დერბის არაერთგვაროვანი ფონით ხვდება. ერთი მხრივ - ჩემპიონატში ზედიზედ სამმა გამარჯვებამ გუნდს საუკეთესო სამეულთან მიახლოების საშუალება მისცა. მეორე მხრივ - სერიოზული საკადრო დანაკლისი არნე სლოტის გუნდზე დამატებით წნეხს ქმნის.


ტრავმის გამო მოჰამედ სალაჰის შესაძლო არყოფნა შეიძლება საკვანძო ფაქტორად იქცეს, რადგან ეგვიპტელი ტრადიციულად იუნაიტედისთვის მთავარი საფრთხე იყო. გარდა ამისა, გუნდს ორი ძირითადი მეკარე ჰყავს დამტვრეული - ალისონის ტრავმას წინა ტურში გიორგი მამარდაშვილის დაზიანება დაემატა, რის გამოც სლოტს ოლდ ტრაფორდზე მე-3 მეკარით მოუწევს ფონს გასვლა.


სავარაუდო შემადგენლობები:


მანჩესტერ იუნაიტედი: ლამენსი - დალო, მაგუაირი, ჰევენი, დორგუ - კაზემირო, მეინუ - მბიუმო, ბრუნო ფერნანდეში, ამადი - შეშკო


ლივერპული: ვუდმანი - ჯონსი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - სობოსლაი, მაკ ალისტერი - კიეზა, ვირცი, გაკპო - ისაკი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ინგლისი
ლივერპული
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

2 სთ წინ

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს?

News image

1 სთ წინ

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში

News image

1 სთ წინ

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო

News image

1 სთ წინ

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი