• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პრემიერ ლიგის რომელი კლუბები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს?
ფეხბურთიფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კვირას ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციისთვის ბრძოლა პიკს აღწევს, რადგან მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და ასტონ ვილა მოედანზე გადიან.


პრემიერ ლიგის ცხრილში ამ სამეულს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. მანჩესტერ იუნაიტედი მესამე ადგილზეა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ბრენტფორდი 2:1 დაამარცხა. ლივერპული და ასტონ ვილა 58-58 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მერსისაიდელები წინ არიან.

მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წარმატებული გამოსვლის გამო, პრემიერ ლიგის მეხუთე ადგილზე გასულიც იღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. არსებობს სცენარიც, რომლის მიხედვითაც მეექვსე ადგილზე გასული გუნდიც კი მოხვდება ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე, თუმცა ამისთვის ასტონ ვილამ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ნოტინგემ ფორესტთან ერთი ბურთის სხვაობით მარცხი უნდა აღმოფხვრას.


საუკეთესო ხუთეულში შესვლას რამდენიმე გუნდი ცდილობს. მეექვსე ადგილზე მყოფი ბრაიტონიდან მეცამეტე ადგილოსან კრისტალ პალასამდე რვა გუნდს კვალიფიკაციის მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ აქვს.

მანჩესტერ იუნაიტედმა იცის, რომ კვირა დღეს ოლდ ტრაფორდზე ლივერპულის დამარცხება ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაუნაღდებს. ლივერპულის გამარჯვება ორი ბურთის სხვაობით მათ მესამე ადგილზე აიყვანს და შესაძლოა საუკეთესო ხუთეულში ადგილიც გაუმყაროს. ასტონ ვილა მოგვიანებით ტოტენჰემს დაუპირისპირდება იმ იმედით, რომ 61 ქულას დააგროვებს და ჩელსის, ბრენტფორდის, ფულჰემის, ევერტონის, სანდერლენდისა და კრისტალ პალასისთვის მიუწვდომელი გახდება.

მას შემდეგ, რაც ბრაიტონმა ნიუკასლთან წააგო, თუ ბორნმუთი ვერ შეძლებს კრისტალ პალასის დამარცხებას, მანჩესტერ იუნაიტედის ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან მატჩის დაწყებამდეც კი დადასტურდება. ლივერპული კვალიფიკაციას მოიპოვებს, თუ დაამარცხებს მანჩესტერ იუნაიტედს, ბორნმუთი კი ქულებს დაკარგავს. ანალოგიურად, ასტონ ვილა გავა ჩემპიონთა ლიგაზე, თუ მოუგებს ტოტენჰემს და ბორნმუთი ვერ გაიმარჯვებს კრისტალ პალასთან. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ შემთხვევაში ბრაიტონი და ბორნმუთი დარჩენილ სამ მატჩში 61 ქულის დაგროვებას ვეღარ შეძლებენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ასტონ ვილა
ბორნმუთი
ბრაიტონი
ბრენტფორდი
კრისტალ პალასი
ლივერპული
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინგლისური კლასიკა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისური კლასიკა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ინგლისური კლასიკა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

News image

1 სთ წინ

ლივერპულის ლეგენდები ენფილდზე: ღირსეული გაცილების მოლოდინში

News image

1 სთ წინ

სიმართლე, რომელიც აქამდე არ თქმულა: სალაჰის წარმატების საიდუმლო

News image

1 სთ წინ

მზადება ატლეტიკოსთან მატჩისთვის - არტეტა გუნდით კმაყოფილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება