ანდონი ირაოლამ ლივერპულის მთავარი მწვრთნელის რანგში ენფილდზე პირველი მატჩის წინ ვრცლად ისაუბრა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისთვის და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა წითლების სათავეში დგომა და საკუთარ ლეგენდარულ სტადიონზე გულშემატკივრების წინაშე პირველად გამოჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ მას სტუმრის რანგში არაერთხელ უთამაშია ენფილდზე, მიიჩნევს რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის სტატუსით ამ სცენაზე გამოსვლა სრულიად განსაკუთრებული და ემოციური განცდაა.
ირაოლას თქმით, მისი მიზანია შექმნას ისეთი გუნდი, რომლითაც თითოეული ფანი იამაყებს, რისთვისაც სამწვრთნელო შტაბი ყოველდღიურად მაქსიმუმს გაიღებს.
დღევანდელი ამხანაგური მატჩი რომელსაც ლივერპული ენფილდზე მონაკოს წინააღმდეგ გამართავს, სწორედ ამ გრძელვადიანი გზის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ეს არის ესპანელი სპეციალისტისთვის პირველი საშინაო გამოცდა პრემიერ ლიგის ახალ სეზონამდე, რომელსაც წინ უძღვის აშშ-ის ტურნე და რომელმაც საფუძველი უნდა ჩაყაროს მომავალ წარმატებებსა და დასამახსოვრებელ მომენტებს.