იან მაჩადო გერის კარიერაში უმძიმესი გამოცდა ელის და ირლანდიელი სერიოზულად გააფრთხილეს - ისლამ მახაჩევის სადგომში მუშაობა არასდროს არ უნდა დაუფასოო.
15 აგვისტოს, ფილადელფიაში გასამართი UFC 330-ის მთავარ ბრძოლაში, დაღესტნელი მებრძოლი 170-ფუნტიანი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და მისი სამიზნე სწორედ გერი იქნება.
გულშემატკივართა უმეტესობა ელის, რომ მახაჩევი ისევ ჩვეულ, გამანადგურებელ ჭიდაობაზე გააკეთებს აქცენტს, როგორც ეს ჯეკ დელა მადალენასთან გააკეთა. თუმცა, American Kickboxing Academy-ის ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ნამდვილი ბომბი ააფეთქა! მენდესის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, ისლამმა ირლანდიელთან საერთოდ არ იჭიდაოს და ყველაფერი დგომში, სასტიკი გაცვლებით დაასრულოს.
"იან გერის მთავარი იარაღი დისტანცია და ფეხით დარტყმებია," - განაცხადა მენდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ყველას ჰგონია, რომ პარტერში გადაყვანას ვეცდებით, მაგრამ შეიძლება ეს საერთოდ არ დაგვჭირდეს და მასთან უბრალოდ დგომში ვიჩხუბოთ. ისლამი უნივერსალურია და ნებისმიერ სიტუაციას ერგება. გერიმ არ უნდა იფიქროს, რომ ოქტაგონზე გავა და ქიკბოქსინგის წესებით იჩხუბებს. ისლამს სადგომშიც უმაღლესი დონე აქვს და თუ ირლანდიელი არ იფრთხილებს, მას იქ გაანადგურებს
ირლანდიელმა საკუთარი სტრაიკინგით სახელი უკვე გაითქვა, მან კარლოს პრატესი და ბელალ მუჰამედი უკვე დაამარცხა, ხოლო 2024 წლის ბოლოს დაუმარცხებელ შავკატ რახმონოვს ურთულესი ბრძოლა გაუმართა და მუხლის ტრავმაც კი მიაყენა. თუმცა, მახაჩევთან დაპირისპირება სულ სხვა განზომილებაა. შეძლებს იან გერი დაღესტნელი ჩემპიონის შეჩერებას, თუ ისლამი საჩემპიონო ქამარს მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლით დაიცავს? ამას 15 აგვისტოს გავიგებთ!