მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთ შანსს აძლევს!
ქართველი მებრძოლი და ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ერთმანეთს უკვე მესამედ დაუპირისპირდებიან. მათი ტრილოგია მომდევნო თვეში, კლივლენდში, ორგანიზაცია RAF Wrestling-ის საიუბილეო ტურნირზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ ამ თვეში საქართველოში გამართული მათი საჭიდაო დაპირისპირება წარმოუდგენლად დრამატული გამოდგა. სეხუდო გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე მერაბმა ფანტასტიკური ქამბექი შემოგვთავაზა და მშობლიური პუბლიკის თვალწინ ამერიკელს შანსი არ დაუტოვა. მანამდე, 2024 წელს, მათ UFC-ის ოქტაგონზე იჩხუბეს, სადაც ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამაჯერებლად მოიგო.
ახლა დროა, ამ დაპირისპირებაში საბოლოო წერტილი დაისვას. კლივლენდში დვალიშვილი RAF-ის მსუბუქი წონის ქამრის მოპოვებას და ორმაგი ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრებას შეეცდება.
RAF Wrestling-ის მეთორმეტე, საიუბილეო ღონისძიება სხვა ვარსკვლავებითაც დატვირთულია. ლეგენდარული მოჭიდავე ჯორდან ბაროუზი UFC-ის მებრძოლ შონ ბრედის დაუპირისპირდება. მძიმე წონაში გეიბლ სტივსონი ენტონი კასიოპის შეხვდება, ხოლო ტაირონ ვუდლი ხოაკინ ბაკლის შეეჭიდება. რაც შეეხება კოლბი კოვინგტონისა და ბელალ მუჰამედის სკანდალურ ბრძოლას, ის RAF13-ზე, მაიამიში გადაიტანეს.