იან მაჩადო გარის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ საკუთარი ძმა საჯაროდ დაუპირისპირდა.
15 აგვისტოს, UFC 330-ის მთავარ ღონისძიებაზე, ირლანდიელი მებრძოლი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის ისლამ მახაჩევს შეხვდება. ოქტაგონზე გასვლამდე მან განაცხადა, რომ ისტორია მეორდება და თავისი ბრძოლა კონორ მაკგრეგორისა და ჟოზე ალდოს ლეგენდარულ დაპირისპირებას შეადარა.
თუმცა ტიტულისთვის ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე ირლანდიელი სერიოზულ ოჯახურ სკანდალში გაეხვა. High Performance პოდკასტში გარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის თავს მსხვერპლად წარმოაჩენდა და ბავშვობაში მშობლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდა, მისმა ძმამ, შონ გარმა მკაცრად უპასუხა.
შონმა იუთუბის კომენტარებში ძმა ტყუილში დაადანაშაულა:
იან, შენ მსხვერპლი არ ხარ! ისე იქცევი, თითქოს ბავშვობაში გვცემდნენ. საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდე და ყველაფერი გქონდა, რაც გჭირდებოდა. მამა შენს კრივში ბოლომდე იყო ჩართული, მაშინაც კი, როდესაც მძიმედ ავადმყოფობდა და გაუტანელი ტკივილები ჰქონდა
ძმამ იანი უმადურობაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოჯახი მის ყველა ბრძოლას ესწრებოდა და მხარს უჭერდა, იანმა კი მთელი დამსახურება და კრედიტი მხოლოდ თავის ცოლს, ლეილას მიაწერა.