ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიასთან რემატჩს კვლავ უარყოფს.
გასულ თვეს მან UFC Freedom 250-ზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა, როდესაც თეთრი სახლის სამხრეთ მინდორზე თოფურია ოთხ რაუნდში სცემა და მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონი გახდა.
თოფურიას გუნდმა დეკემბერში რემატჩის სურვილი გამოთქვა, თუმცა გეიჯი ამას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ ილიამ საჩემპიონო შანსი ხელახლა უნდა მოიპოვოს.
ის ჩემი შემდეგი მეტოქე არ იქნება. არმან წარუკიანი ამას მასზე ბევრად მეტად იმსახურებს. ილია არ გამითიშავს, იღბლით არ მომიგია, უბრალოდ ვცემე. ახლა მოგება სჭირდება, იქნებ საერთოდ 145 ფუნტში დაბრუნდეს
გეიჯი 2026 წელს ოქტაგონზე დაბრუნებას ნაკლებად ვარაუდობს. სანამ 37 წლის ჩემპიონი ისვენებს, 19 სექტემბერს, UFC 331-ზე, არმან წარუკიანი და BMF-ის ქამრის მფლობელი ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს შეხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული, სავარაუდოდ, გეიჯის მომდევნო მეტოქე გახდება.