მსუბუქი წონის ორ ვარსკვლავს შორის რემატჩი, სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე შედგება, თუმცა ამ იდეას ყველასგან დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
არმან ცარუკიანი ოქტაგონზე დაბრუნების ოფიციალურ დასტურს ელოდება მას შემდეგ, რაც გასულ ნოემბერში დენ ჰუკერი მტკივნეული ილეთით დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის მიღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან UFC-მ ჯასტინ გეიჯის მეტოქედ პედი პიმბლეტი აირჩია. ახლა სომეხ მებრძოლს ქამრამდე მისასვლელად კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს, რაც მას სხვა ტიტულის დაუფლების შანსსაც აძლევს.
სხვადასხვა გამოცემების ცნობით, წარუკიანისა და ჩარლზ ოლივეირას რემატჩი 19 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში, UFC 331-ის მთავარი მოვლენა გახდება. მას შემდეგ, რაც ოლივეირამ მარტში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და BMF (ყველაზე ცუდი ბიჭის) ქამარი წაართვა, ცარუკიანთან შეხვედრა ბრაზილიელისთვის ამ სიმბოლური ტიტულის პირველი დაცვა იქნება.
სოციალურ ქსელებში ამ სიახლეს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ BMF-ის ქამარმა თავისი აზრი დაკარგა, რადგან ორ გრეპლერს შორის ბრძოლა ამ ტიტულის კონცეფციას არ შეესაბამება. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 5-რაუნდიანი მაღალი დონის მატჩი ორ ძლიერ მებრძოლს შორის უაღრესად საინტერესო იქნება.
სავარაუდოდ, ამ წყვილში გამარჯვებული მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან საჩემპიონო ბრძოლის უფლებას მოიპოვებს.