საქართველო ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს.
18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატი ხმლის, დაშნისა და რაპირის ექვს კატეგორიაში ჩატარდება.