ნიუ-იორკში გამართულ ფიგურული ციგურაობის ამერიკის გრან პრიზე, ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 68.07 ქულა დაიმსახურა, თავისუფალში - 136.62 და ორი პროგრამის ჯამში 204.69 ქულა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა გათამაშებაზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.