• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"განწყობა შეცვლილია, მათ თვალებში ნაპერწკალი აღარაა" - სანიოლი ბულგარეთთან მატჩის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"განწყობა შეცვლილია, მათ თვალებში ნაპერწკალი აღარაა" - სანიოლი ბულგარეთთან მატჩის შემდეგ

18 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთში მარცხით დაასრულა. ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლოადგილოსანთან 1:2 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.


"მთელი თამაში ბურთი გვეჭირა, მეტოქემ ის ორჯერ მიიღო და 2 გოლი გაიტანა, წარმოუდგენელია.


ფეხბურთელებთან ჩემი ურთიერთობა ძალიან კარგ დონეზეა. ევროპის ჩემპიონატის სახით, ჩემი ფეხბურთელები ცას შეეხნენ, იმის შემდეგ კი დამოკიდებულება შეცვლილია - თუკი იქამდე მათ თვალებში ვხედავდი, რომ მოგებისთვის მეტოქის შეჭმა შეეძლოთ, ახლა ასე აღარაა. როცა საქართველოს ნაკრები ხარ და პატარა გუნდი ხარ, ამის საშუალება არ გაქვს. ამის გაკეთება არ შეიძლება.


ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, პოზიტიური დინამიკა უნდა დავიბრუნოთ. უნდა გავიაზროთ და გავაანალიზოთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი არ ვართ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ იმაზე უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ვართ.


მომავალ მატჩებში, მარტსა და ივნისში, როცა ერთა ლიგა დაიწყება, ბევრი ცვლილება და ბევრი განსხვავება იქნება. ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ ასეთ მიდგომას აღარ უნდა შეეგუონ. პოზიტიურ გზაზე უნდა დავბრუნდეთ", - განაცხადა სანიოლმა.


ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა 7 ნოემბერს კომენტარი გააკეთა, რომ სანიოლი მომავალ წელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება: "ჩვენ ამ რთულ პერიოდს ერთად დავძლევთ. ვილი მომდევნო წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება.
კონტრაქტზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებია და ის, თუ რა სამუშაოს ატარებს მწვრთნელი გუნდში".


საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 6 ტურში მხოლოდ 3 ქულა აიღო და ბოლოსწინა, მე-3 ადგილზე გავიდა. ჯვაროსნებმა შინ ბულგარეთს 3:0 მოუგეს, დანარჩენ 5-ვე თამაშში კი დამარცხდნენ.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"რთული მდგომარეობა ჩანს, კოჭის დაზიანებაა" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რთული მდგომარეობა ჩანს, კოჭის დაზიანებაა" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 ვარიანტია - რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს პსჟ პლეი-ინში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 ვარიანტია - რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს პსჟ პლეი-ინში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემოწმება ჩაუტარდა - ცნობილია კვარა მოედანზე როდის დაბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემოწმება ჩაუტარდა - ცნობილია კვარა მოედანზე როდის დაბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მარცხი საბერძნეთში - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მეცხრედ წააგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მარცხი საბერძნეთში - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მეცხრედ წააგო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

29 იან, 2026

"რთული მდგომარეობა ჩანს, კოჭის დაზიანებაა" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

News image

29 იან, 2026

2 ვარიანტია - რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს პსჟ პლეი-ინში

News image

29 იან, 2026

შემოწმება ჩაუტარდა - ცნობილია კვარა მოედანზე როდის დაბრუნდება

News image

30 იან, 2026

VIDEO: მარცხი საბერძნეთში - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მეცხრედ წააგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება