საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა ტურნირის საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, 1/8 ფინალში - თურქეთს, 1/4 ფინალში - უკრაინას, ხოლო 1/2 ფინალში გერმანიას მოუგო და, ფინალში გასვლით, მსოფლიო თასის სუპერ ფინალის საგზური ავტომატურად გაინაღდა.
საქმე ისაა, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო თასის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად კი საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდებოდა.
მსოფლიო თასის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია