ჩინეთის ქალაქ ლეშანში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირ პრემიერ ლიგაზე, ლიზი ზვიადაურმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
-55 კგ. წონით კატეგორიაში, ზვიადაურმა კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირზე 60 ქვეყნის მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო 333 სპორტსმენი მონაწილეობდა.