პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში მიმდინარე ბატუტზე ხტომის ევროპის ჩემპიონატზე, ნინო ქორიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქორიძემ, ახალგაზრდებს შორის, ბატუტზე ხტომაში 53.050 ქულა დააგროვა, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მე-2 მედალია - გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბატუტზე ხტომა - საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა