პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ნინო ქორიძემ ჯამში 24 ქულა მოაგროვეს, რითაც ჩვენმა გუნდმა მე-2 შედეგი დააფიქსირა, ვერცხლის მედალი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
12 აპრილს, ქართველი ბატუტისტები როგორც ინდივიდუალურ, ასევე სინქრონულ ხტომებში იასპარეზებენ.