ორი ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ნაიკი უეფას მამაკაცთა საკლუბო შეჯიბრებების ოფიციალური ბურთის მომწოდებელი ხდება.
კომპანია UC3-ისა და Relevent Football Partners-ის მიერ ინიცირებული ტენდერის შედეგად, ნაიკმა ადიდასის მრავალწლიანი ჰეგემონია შეცვალა.
2027/28 წლების სეზონიდან დაწყებული, 2031 წლამდე, ნაიკი ოფიციალურ ბურთებს მიაწვდის უეფას ჩემპიონთა ლიგას, ევროპა ლიგას, კონფერენს ლიგას, აგრეთვე უეფას სუპერთასს, ახალგაზრდულ ლიგასა და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, სამივე მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ერთდროულად ერთი და იმავე ბრენდის ბურთი გამოყენებული იქნება.
ტრადიციული ვარსკვლავიანი ბურთების შემდეგ, რომლებთანაც ადიდასი წლების განმავლობაში ასოცირდებოდა, საფეხბურთო სამყაროში ახალი ერა იწყება, რომელიც ბურთების დიზაინის, გრაფიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით ახალ სიტყვას იტყვის.
ახალი მატჩის ბურთების დიზაინის დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.