იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ისტორიული გამარჯვება: იბერიას ნაბიჯი პლეი-ოფისკენ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ისტორიული გამარჯვება: იბერიას ნაბიჯი პლეი-ოფისკენ

41 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართულმა კლუბმა ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე იმარჯვა - იბერია 1999-მა შინ ესპანური ხეტაფე მიიღო და 1:0 დაამარცხა.


იმედია სტერეოტიპი კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ, დაინგრევა - თქვა დედაქალაქური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კოპენჰაგენთან წაგებული მატჩის შემდეგ. ასეც მოხდა, იბერიამ თამაშის ხარისხი ტურიდან ტურამდე გააუმჯობესა, თავისი თავის ირწმუნა, კარგად ითამაშა და მოიგო.



მოუგო ლა ლიგის გუნდს, რომელიც აგერ უკვე 20 წელია ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე დაამარცხა.


დარწმუნებულები ვიყავით, რომ დღეს გავიმარჯვებდით


თქვა მატჩის შემდგომ ინტერვიუში ნიკოლოზ დადიანმა. რწმენაზე და თავდაჯარებულობაზე მთავარმა მწვრთნელმა და სხვა ფეხბურთელებმაც ისაუბრეს. დანიაში ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა ბელგიური კოშმარი ყველას დაავიწყა - გულშემატკივარმაც და გუნდმაც გამარჯვების დაიჯერა.


წინა საშინაო მატჩისგან განსხვავებით, იბერიას საქომაგოდ მიხეილ მესხის ტრიბუნებზე გაცილებით ბევრმა, 6100-ზე მეტმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ცივი მატჩი სტუმრების უპირატესობითა და იბერიას კართან შექმნილი რამოდენიმე მომენტით დაიწყო - მაკარიძემ გუნდი ყველა ჯერზე გადაარჩინა. 



10-15 წუთის შემდეგ თავისი თამაში იბერიამაც დაიწყო - ჯერ დადიანმა მოსინჯა შორი მანძილიდან, შემდეგ ლუკას კაფეს თავური სორიამ მოიგერია. 25-ე წუთზე კი მარტივი ორსვლიანი კომბინიის შემდეგ იბერიას განაპირა მცველი ესპანელი კიპერთან პირისპირ დარჩა - მაკარიძის ძლიერი პასი, სიხარულაშვილის ბრწყინვალე დამუშავება და გაყოლება, ქობულაძის პირველი მცდელობა სორიამ მოიგერია, მეორე შანსი და 1:0.


ქობულას ვუთხარი, დღეს უეჭველი გოლს შეაგდებთქო



თქვა მატჩის შემდეგ ლევან კორღალიძემ. შეხვედრის პირველი ნახევარის სტატისტიკური ნაწილი კი ასეთი იყო:


ბურთის ფლობა: 35% - 65%

დარტყმები: 5 - 10

კარში დარტყმები: 4 - 3

საგოლე მომენტები: 3 - 1

კუთხურები: 2 - 2

მეკარის მოგერიებები: 3 - 3


შესვენებაზე გულშემატკივრის წინაშე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები ტაჰა და ბანი წარდგნენ - რეპერებმა ქომაგებთან ერთად არაერთი კომპოზიცია შეასრულეს და მეორე ტაიმის წინ განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს.



მატჩის მეორე ნახევარში ბურთი უმეტესად კვლავ ესპანელებს ჰქონდათ, თუმცა უფრო დამაჯერებელი ქართული კლუბი იყო და 57-ე წუთზე ანგარიშის ორამდე გაზრდაც შეეძლო. ბაქარ ქარდავამ ძალზედ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა დიდი ალბათობით ეს გოლი ვაჰიდ სალიმოვიჩის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის გამო მაინც გაუქმდებოდა.


ძირითადი დროის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ამირან ძაგანიას ყოველ მომენტში ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო - 15 წუთის წინ შემოსული მანგალა იბერიას ცხრიანზე დაჯარიმდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ესპანელების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 


კაცნაკლულობის მიუხედავად ხეტაფე გააქტიურდა, თუმცა უმეტესად მხოლოდ უშედეგო მცდელობები. ორი კარში დარტყმა - ერთი მაკარიძის მოგერიება და ერთიც ჯინჯოლავას კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი. საგოლე მომენტების მხრივ იბერიამ ხეტაფეს მეორე ნახევარშიც აჯობა:


საგოლე მომენტები: 2 - 1

დარტყმები: 7 - 8 

კარში დარტყმები: 2 - 2

კუთხურები: 1 - 3

მეკარის მოგერიებები: 1 - 2




დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვება ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე - მიხეილ მესხზე ზეიმი დაიწყო.


შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით


თქვა მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ. თბილისურმა კლუბმა ლიგის ფაზაში 24-ე ადგილზე გადაინაცვლა და საპლეიოფი ზონაში შევიდა - წინ ცრვენა ზვეზდასთან და იაბლონეცთან მატჩები გველოდება.

ამ გამარჯვებით იბერიამ უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველოს კიდევ 0.5 ქულა შემატა, რითაც ესტონეთს გადავასწარით და 49-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. მიმდინარე კონფერენს ლიგაზე დედაქალაქური კლუბის მიერ მოპოვებულმა ქულებმა საქართველოს ევროტურნირებზე მეოთხე გუნდის ასპარეზობის უფლება დაუბრუნა.



შეგახსენებთ, უეფას კონფერენც ლიგის ლიგის ფაზის დასკვნით ორ მატჩს იბერია 1999 ცრვენა ზვეზდასა და იაბლონეცის  წინააღმდეგ გამართავს - სერბებს თბილისში 10 დეკემბერს ვუმასპინძლებთ, ხოლო ჩეხებს 18 დეკემბერს ვეწვევით.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული გამარჯვება: იბერიას ნაბიჯი პლეი-ოფისკენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული გამარჯვება: იბერიას ნაბიჯი პლეი-ოფისკენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!

•ქართული

ქართული

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!
•ქართული

ქართული

News image

3 სთ წინ

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი

News image

3 სთ წინ

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?

News image

41 წთ წინ

ისტორიული გამარჯვება: იბერიას ნაბიჯი პლეი-ოფისკენ

News image

24 წთ წინ

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება