იტალიის სპორტის მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მიზანშეწონილი არ არის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ჩანაცვლება.
ტრამპსა და FIFA-ს მუნდიალზე ირანის იტალიით ჩანაცვლება სთხოვეს
იტალიის სპორტის მინისტრმა, ანდრეა აბოდიმ ეს კატეგორიულად გამორიცხა.
აბოდიმ Sky News-ს განუცხადა:
იტალიის შესაძლო ხელახალი კვალიფიკაცია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე... პირველ რიგში, შეუძლებელია და მეორეც, მიზანშეწონილი არ არის. არ ვიცი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. კვალიფიკაცია მოედანზე მოიპოვება.
ძამპოლიმ Financial Times-თან აღნიშნა, რომ აძურის ხილვა ტურნირზე ოცნება იქნებოდა. იტალიამ ფინალს სწორედ მაშინ მიაღწია, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოს ჩატარდა აშშ-ში, 1994 წელს.
ირანმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი აშშ-ში უნდა გამართოს. პირველი შეხვედრა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში, 15 ივნისს არის დაგეგმილი. თუ ირანი და აშშ თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებს დაიკავებენ, ისინი შესაძლოა ერთმანეთს 1/32-ფინალში, დალასში შეხვდნენ.
ფიფამ Financial Times-ის რეპორტაჟზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ინფანტინომ გასულ კვირას CNBC-სთან ინტერვიუში კვლავ დაადასტურა, რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად იასპარეზებს.
იტალიამ კვალიფიკაციის შანსი გასულ თვეში დაკარგა, როდესაც პლეი-ოფში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.