იტალიის თასის ფინალის მონაწილეები გაირკვა.
გუშინ ფინალში მონაწილეობა ინტერმა გაინაღდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში კომოს (0:0, 3:2) აჯობა.
მეორე ნახევარფინალი კი ბევრად დრამატული გამოდგა - ატალანტამ და ლაციომ ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (2:2, 1:1) და საქმის გარჩევა პენალტების სერიისთვის მოიტოვეს.
თერთმეტმეტრიანებში უკეთესი ლაციო გამოადგა (2-1), რომლის მეკარემ 4 დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდი ფინალში პირადად გაიყვანა.
ფინალური შეხვედრა ლაციოსთვის მშობლიურ სტადიო ოლიმპიკოზე 13 მაისს გაიმართება.