• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები
ფეხბურთიფეხბურთი

50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები

21 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიური ფეხბურთი უმძიმესი სკანდალის ეპიცენტრშია.


გამოძიების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს 50-მდე მოთამაშე, მათ შორის მილანისა და ინტერის ვარსკვლავები, ჩართულნი იყვნენ ფუფუნების საგნებითა და ესკორტ-სერვისით გაჯერებულ ფარულ წვეულებებში. საქმეში ფიგურირებს არამხოლოდ პროსტიტუციის ხელშეწყობა, არამედ აკრძალული ნივთიერებების გამოყენებაც.


„მუშაობა ლოკდაუნის დროსაც არ შეგვიწყვეტია“


გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც მოდური ივენთ-სააგენტოს საფარქვეშ მოქმედებდა, წვეულებებს პანდემიის ყველაზე მკაცრი შეზღუდვების დროსაც კი მართავდა. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, მილანის მახლობლად მდებარე სააგენტოს შენობაში მოწყობილი იყო არალეგალური ღამის კლუბი, სადაც ფეხბურთელები, ბიზნესმენები და ფორმულა 1-ის პილოტიც კი ხშირი სტუმრები იყვნენ.

ორგანიზატორები, ემანუელე ბუტინი და დებორა რონკი, გოგონების მომსახურების საფასურიდან 50%-ს თავად იტოვებდნენ. სერვისი მოიცავდა როგორც მილანის პრესტიჟულ სასტუმროებს, ისე კერძო მოგზაურობებს მიკონოსზე.


ორსულობა და „მხიარული გაზი“


საქმის მასალებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რამდენიმე შოკისმომგვრელმა დეტალმა:

მოულოდნელი ორსულობა: 2025 წლის დეკემბრით დათარიღებული მიმოწერით დასტურდება, რომ ერთ-ერთი გოგონა ცნობილი ფეხბურთელისგან დაორსულდა.

გასართობი გაზი: წვეულებებზე აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. „ბუშტის ნარკოტიკი“. ეს ნივთიერება ეიფორიას იწვევს, თუმცა დოპინგ-ტესტზე არ ჩანს, რაც სპორტსმენებისთვის მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდიდა.


ვარსკვლავების ფარული ცხოვრება


მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კლიენტების სახელები ამ ეტაპზე გაასაიდუმლოა, სატელეფონო ამონაწერები მოწმობს მჭიდრო კავშირებს სერია A-ს მოთამაშეებთან. ერთ-ერთ ეპიზოდში ფიქსირდება რვა განხორციელებული ზარი ცნობილ ფეხბურთელთან. კლიენტებს შორის, ფეხბურთელების გარდა, ჰოკეისტები და მაღალი წრის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ამჟამად საქმის მთავარი ფიგურანტები შინაპატიმრობაში იმყოფებიან, იტალიური მედია კი მოლოდინშია, გასკდება თუ არა ვარსკვლავების სახელები, რაც შესაძლოა ბევრი მათგანის კარიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ინტერი
იტალია
მილანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მილანის ფანების პროტესტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მილანის ფანების პროტესტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერმა კოპა იტალია მოიგო და შიდა დუბლი გაიფორმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერმა კოპა იტალია მოიგო და შიდა დუბლი გაიფორმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბასტონის უარი ბარსელონას? - მცველის გეგმები შეიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბასტონის უარი ბარსელონას? - მცველის გეგმები შეიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაუტაროს ინტერვიუ - "ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ, სამუდამოდ გავქრები"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაუტაროს ინტერვიუ - "ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ, სამუდამოდ გავქრები"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 მაი, 2026

მილანის ფანების პროტესტი

News image

13 მაი, 2026

ინტერმა კოპა იტალია მოიგო და შიდა დუბლი გაიფორმა

News image

16 მაი, 2026

ბასტონის უარი ბარსელონას? - მცველის გეგმები შეიცვალა

News image

4 სთ წინ

ლაუტაროს ინტერვიუ - "ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ, სამუდამოდ გავქრები"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება