VIDEO: საოცარი ქამბექი კომოსთან - ინტერი თასის ფინალშია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საოცარი ქამბექის შემდეგ ინტერი კოპა იტალიას ფინალში გავიდა.
სან სიროზე სესკ ფაბრეგასის კომომ 2-0 დაწინაურდა და ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშით 2-1 იგებდა.
მაგრამ ჰაქან ჩალჰანოღლუსა და პეტარ სუჩიჩის გვიანმა გოლებმა კრისტიან კივუს გუნდს დუბლის მოგების შანსი შეუნარჩუნა.
10 დღის განმავლობაში ინტერმა ფაბრეგასის კომოს წინააღმდეგ ორი ქამბექი შეასრულა. ნერაძურიმ წლევანდელი იტალიური ფეხბურთის გამორჩეული გუნდის საოცარი სეზონი დაანგრია.
ინტერის მეტოქე იტალიის თასის ფინალში ატალანტასა და ლაციოს შორის გამარჯვებული იქნება.