მანჩესტერ იუნაიტედის საბრძოლო ზომებმა ბილეთების გადამყიდველების წინააღმდეგ სერიოზული სკანდალი და გულშემატკივრების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
კლუბის პოლიტიკამ ასობით ერთგული ქომაგი ზარალში ჩააგდო.
გავრცელდა ისტორია ექვსი წლის მანჩესტერელ ფანზე, რუერიზე, რომელიც მატჩების ენთუზიასტი და სტრეტფორდ ენდის მუდმივი სტუმარია. კლუბმა მისი სეზონური აბონემენტი ტექნიკური ანომალიისა და ექაუნთების საერთო ხელმისაწვდომობის გამო შეაჩერა.
როგორც ირკვევა, ბევრმა ოჯახმა და მეგობართა ჯგუფმა საერთო ექაუნთები და პაროლები გამოიყენა, რაც კლუბმა გადამყიდველების ქმედებებად მიიჩნია.
მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივართა ჯგუფმა კლუბის ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები ნორმალურ ფანურ ქცევას ეწინააღმდეგება და კლუბსა და მის ერთგულ აუდიტორიას შორის ნდობას ანგრევს.