ლონდონის არსენალი ნიუკასლ იუნაიტედის კაპიტნის, ბრუნო გიმარაეშის დამატებასთან ახლოსაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეთოფეები მზად არიან კლუბს ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი შესთავაზონ, თავად ფეხბურთელმა კი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ ლონდონში გადასვლა სურს.
მიკელ არტეტა მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი იდეალური ფიგურაა დეკლან რაისისა და მარტინ ზუბიმენდისთვის კონკურენციის გასაწევად.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფეხბურთელმა არსენალთან პირადი პირობები უკვე შეათანხმა და მზად არის ლონდონში გადასასვლელად, თუმცა ის ნიუკასლის მიმართ პატივისცემის შენარჩუნებას ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლი ბრუნოს ადვილად დათმობას არ აპირებს, არსენალი იმედოვნებს, რომ ახალი წინადადება მხარეებს მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად დააახლოვებს, თუმცა კლუბი ზედმეტად დიდი თანხების გადახდას არ აპირებს. მსგავსი პრინციპი მათ მორგან როჯერსის ტრანსფერის დროსაც ჰქონდათ, როდესაც ჩელსის ასტრონომიულ ფასს არ აჰყვნენ.