მანჩესტერ იუნაიტედის ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ევა ოლიდი დაინიშნა.
მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს.
ოლიდმა ბოლო ოთხი სეზონი შოტლანდიურ ჰარტსში გაატარა, სადაც შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ახალგაზრდებზე ორიენტირებული გუნდი ჩამოაყალიბა და გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონობაც მოიპოვა.
მანჩესტერ იუნაიტედში მისი დანიშვნა სწორედ ამ წარმატებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების ხედვას უკავშირდება.
ევა ოლიდმა აღნიშნა:
მანჩესტერ იუნაიტედის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელობა ოცნების ასრულებაა. კლუბს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.
ევა ოლიდი გუნდის ისტორიაში სულ მესამე მთავარი მწვრთნელი გახდა 2018 წელს გუნდის ხელახლა ჩამოყალიბების შემდეგ.