ნიუკასლ იუნაიტედი ალ-აჰლიდან მათი მთავარი მწვრთნელის, მათასიას იაისლეს გამოისყიდის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისურმა კლუბმა 38 წლის გერმანელ სპეციალისტთან 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. გუნდს 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ედი ჰაუ ტოვებს, რომელმაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, ნიუკასლი საუდის არაბეთის კლუბს კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
ალ-აჰლიში გაოცებულები დარჩნენ, როდესაც იაისლემ წასვლის სურვილის შესახებ განაცხადა, რადგან ის აქტიურად მონაწილეობდა ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის დაგეგმვაში.
ახლა არაბული კლუბი მსგავსი სტილის მქონე ახალ მწვრთნელს ეძებს.
მოსალოდნელია, რომ იაისლე ნიუკასლთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.
ალ-აჰლიმდე, რომელიც იასლემ 2023-ში ჩაიბარა, ის ორ იწელი ზალცბურგში მუშაობდა.