ედი ჰაუ „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
48 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სამწვრთნელო კარიერაში პაუზის აღება სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, ის თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.
მოსალოდნელია, რომ ჰაუს შემცვლელი საუდის არაბეთის ალ-აჰლის თავკაცი, მათიას იაისლე გახდება. 38 წლის გერმანელ სპეციალისტსა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მინდინარეობს.
ჰაუ ნიუკასლს 2021 წლიდან ედგა სათავეში. 2025 წელს მან კაჭკაჭებს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა – ეს კლუბისთვის ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველი ტიტული იყო.