გონსალო გარსია ტორესი კარიერას ფულემში გააგრძელებს.
COPE-ს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა მადრიდის რეალთან 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.
გარიგების თანხა დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, მადრიდელები ფეხბურთელის პრიორიტეტული შეძენის უფლებას შეინარჩუნებენ. ანუ, თუ ფულემი რომელიმე სხვა გუნდთან შეათანხმებს ესპანელის ტრანსფერს, რეალს იგივე თანხის გადახდით ფორვარდის თავისთან წაყვანა შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ ფულემის მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა გასული სეზონის მეორე ნახევარში სწორედ რეალს უდგა სათავეში.
ლა ლიგის გასულ სეზონში გონსალომ 30 მატჩი ჩაატარა (საშუალოდ 31 წუთი მოედანზე) და 6 გოლი გაიტანა.