მიუნხენის ბაიერნი ამ ზაფხულს ახალ ფეხბურთელებს აღარ დაიმატებს.
ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ნენე ბრაუნისა და ისმაელ საიბარის ტრანსფერები ძალიან სწრაფად დავხურეთ.
მეგონა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ახალი მოთამაშეების დამატებაზე მუშაობა დავასრულეთ.
მეღიმება იმ სახელებზე, რომლებსაც ჩვენს კლუბს უკავშირებენ. ამ ჭორებში სიმართლე 0%-ია", - ციტირებს ებერლის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.