მადრიდის რეალში მეკარის პოზიციის ირგვლივ ვითარება იძაბება.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბი ტიბო კურტუას შემცვლელს აქტიურად ეძებს.
მიზეზი მარტივია: კლუბის ხელმძღვანელობაშიც და სამწვრთნელო შტაბშიც გაჩნდა ეჭვი, რომ 34 წლის ბელგიელის ფიზიკური კონდიციები მუხლის, ზურგისა და კუნთების ხშირი ტრავმების შემდეგ 100%-ით საიმედო აღარ არის.
რეალში თვლიან, რომ კურტუასა და ანდრეი ლუნინს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა. უკრაინელს მადრიდში სრულად არასდროს ენდობოდნენ - 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლის მიუხედავად. გასულ სატრანსფერო ფანჯრებზე ჟორჟე მენდეში ლუნინის გაყიდვას ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა და მადრიდში დარჩენის სურვილმა ტრანსფერი დაბლოკა.
ამ ფონზე იცვლება ახალგაზრდა ფრან გონსალესის გეგმებიც. თავდაპირველად მისი იჯარით გაშვება იგეგმებოდა (ყველაზე მეტად სევილია აქტიურობს), თუმცა კურტუას ჯანმრთელობის პრობლემებისა და ლუნინის ირგვლივ არსებული ბუნდოვანების გამო, რეალი ახლა მის პირველ გუნდში დატოვებაზეც ფიქრობს.
მიუხედავად იმისა, რომ კურტუა მსოფლიოში საუკეთესოდ რჩება, რეალი სატრანსფერო ბაზარს ყურადღებით აკვირდება, სადაც ყოველ სეზონში ახალი ვარსკვლავი ამოათებს - როგორც ეს გიორგი მამარდაშვილისა და ხოან გარსიას შემთხვევაში მოხდა, რომლებიც მადრიდელთა შორტ-ლისტში უკვე იყვნენ.