საფრანგეთის ნაკრების და კრისტალ პალასის მცველი მაქსენს ლაკრუა კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.
ლონდონურმა კლუბმა 26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ კრისტალ პალასს 52 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
ფეხბურთელმა ახალ გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტი ოთხშაბათს გააფორმა, დღეს კი ლონდონურმა კლუბმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩელსიში მხოლოდ მოსაგებად ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი კლუბის ნაწილი გავხდი.
ყველამ იცის ჩელსის ისტორია, მისი გამარჯვების ტრადიცია და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა ჩემთვის საამაყოა." - აღნიშნა ფრანგმა.
