თიმოტი ვეა მარსელში არ გადავა.
ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში იჯარით და 12-15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით გადასვლასთან იყო ახლოს.
თუმცა, Tuttosport-ის ინფორმაციით, მარსელის შემოთავაზება იუვენტუსს გამოსყიდვის ვალდებულების რთული პირობების გამო არ მოეწონა, რითაც ტურინელებს არ ექნებოდათ არანაირი გარანტია, რომ ვეა მომავალ ზაფხულს მაინც გაიყიდებოდა.
ამ ეტაპზე ამერიკელით პრემიერ ლიგის და ლიგა 1-ს გუნდები ინტერესდებიან, მისი დარჩენა იუვეში ნაკლებად სავარაუდოა.
გასულ სეზონში ვეამ იუვეს მაისურით სერია ა-ს 30 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.