ტოტენჰემისთვის გადამწყვეტ მომენტში გუნდს მნიშვნელოვანი ძალა დაუბრუნდა. ჯეიმს მედისონმა ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
ინგლისელი ნახევარმცველი მოედანზე ლიდსთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის 85-ე წუთზე გამოჩნდა.
ტოტენჰემი ქულებს კარგავს - VAR-ის მორიგი დრამა
29 წლის ფეხბურთელი მოედნის მიღმა 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, როდესაც ნიუკასლთან წინასასეზონო მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები (ACL) გაიწყვიტა. რობერტო დე ძერბი მის დაბრუნებას არ ჩქარობდა და ბოლო სამ მატჩში მედისონი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა ლიდსთან მძიმე ვითარებამ იტალიელ მწვრთნელს მისი ჩართვა აიძულა.
მედისონი თამაშში აქტიურად ჩაერთო და მატჩის მიწურულს საჯარიმოში წაქცევის შემდეგ პენალტის მოპოვებასთანაც იყო ახლოს, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ურთულესი გზა ელის. გუნდი გავარდნის ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, წინ კი ჩელსისთან და ევერტონთან დაპირისპირებებია. მედისონის დაბრუნება დე ძერბის გუნდისთვის ამ კრიტიკულ ფაზაში უდიდესი იმედია.