ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად ჩაბი ალონსო განიხილება.
ლონდონურმა კლუბმა რეალისა და ბაიერის ყოფილ მწვრთნელთან კონტაქტი უკვე დაამყარა. თავად ალონსო პრემიერ ლიგაში მუშაობით ძალიან დაინტერესებულია.
ალონსოსადმი ინტერესის მიუხედავად, ჩელსის სიაში ასევე არიან ფულემის თავკაცი მარკო სილვა და ანდონი ირაოლა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ბორნმუთს დატოვებს.
ბოლო დროს კანდიდატებს შორის გაიჟღერა კრისტალ პალასიდან წამსვლელი ოლივერ გლასნერისა და ფლამენგოს ყოფილი მწვრთნელის, ფილიპე ლუისის სახელებმაც.
თუმცა, ამ ეტაპზე ჩელსიში დანიშვნასთან ყველაზე ახლოს სწორედ ალონსოა, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ლევერკუზენსა და მადრიდის რეალში აქვს ნამუშევარი. ეს უკანასკნელი ესპანელმა ამ სეზონის სტარტზე ჩაიბარა, თუმცა თანამდებობა იანვრის დასაწყისშივე დაატოვებინეს.
ალონსოს მიმართ ინტერესს აწერდნენ მის ყოფილ კლუბ ლივერპულსაც, თუმცა ბოლო ინფორმაციით, მერსისაიდელებმა წარუმატებელი სეზონის მიუხედავად არნე სლოტის ნდობა გადაწყვიტეს.