ბარსელონას 18 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, რომელმაც სეზონის ბოლო კლასიკო ტრავმის გამო გამოტოვა, საჩემპიონო აღლუმზე მთავარი როლი მოირგო.
ღია ავტობუსით მსვლელობისას, ახალგაზრდა ფეხბურთელი სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა გახდა.
პოლიტიკური ჟესტი და მადრიდელების გაღიზიანება
ავტობუსიდან, რომელიც კამპ ნოუდან ქალაქის ცენტრამდე მოძრაობდა, იამალმა პალესტინის დროშა გადმოფინა, რითაც მხარდაჭერა გამოხატა რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯი ცოტა ხნის წინ რაიო ვალეკანოს მებრძოლმა, ილიას ახომაშმაც გადადგა.
თუმცა, იამალი ამით არ შემოფარგლულა. მან საგანგებოდ მოირგო მაისური, რომელზეც ეწერა: „მადლობა ღმერთს, რომ მადრიდისტა არ ვარ“ (Thank God I’m not a Madridista). ამ პროვოკაციულმა გამოხტომამ მადრიდის რეალის გულშემატკივრების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
იამალმა ბელინგემს დასცინა
ომი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ აღლუმამდე რამდენიმე საათით ადრე იამალმა ჯუდ ბელინგემსაც უპასუხა Instagram-ზე ფრაზით „ლაპარაკი ადვილია“. აშკარაა, რომ მომდევნო ვიზიტისას სანტიაგო ბერნაბეუზე 18 წლის ტალანტს ძალიან ცხელი დახვედრა ელის.
