მადრიდის რეალის გულშემატკივრები კილიან მბაპეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო განრისხებულები არიან.
კვირას გამართულ ელ კლასიკოში გუნდი ბარსელონასთან 0:2 დამარცხდა, რითაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ სამეფო კლუბი სეზონს უტიტულოდ ასრულებს.
მბაპემ, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მატჩის მიმდინარეობისას ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ თამაშს სახლიდან უყურებს, წარწერით Hala Madrid. ფანების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ფრანგმა ეს პოსტი მაშინ დადო, როცა მისი გუნდი უკვე ორი ბურთით აგებდა.
გულშემატკივრების უკმაყოფილებას საფუძვლად რამდენიმე მწვავე მიზეზი აქვს, მათ შორის გუნდში არსებული დაძაბულობა.
გასულ კვირას ვალდებებასზე ორჯერ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის - რუდიგერმა ალვარო კარერასს დაარტყა, ხოლო ჩუამენისა და ფედე ვალვერდეს ჩხუბის შემდეგ, ეს უკანასკნელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამას ემატება კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მბაპეთი.
მბაპეს მადრიდული კარიერის პირველი ორი წელი ტიტულების თვალსაზრისით სრული კრახი აღმოჩნდა. მიუხედავად მისი კარგი ინდივიდუალური ფორმისა, გუნდი მნიშვნელოვან ჯილდოებს ვერ იგებს, რამაც მთელი ზეწოლა სწორედ მის მხრებზე გადაიტანა.