ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
ლა ლიგის 35-ე ტურში კატალონიურმა გუნდმა რეალი 2:0 დაამარცხა და ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.
– გუნდმა რეალის წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. კმაყოფილი ხართ?
ლა ლიგის ჩემპიონობის კლასიკოში გაფორმება ფანტასტიკაა. ადვილი არ ყოფილა, რეალი შესანიშნავი გუნდია, თუმცა ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ. დიდებული შეტევის წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით. ვამაყობ. სხვა რა უნდა ვთქვა? გასახდელში საოცარი ატმოსფერო გვაქვს.
– გახდა თუ არა გუნდის ერთიანობა ტიტულის მოპოვების გასაღები?
კოლექტივი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
– თქვენი აზრით, როგორი დაამახსოვრდებათ ეს ჩემპიონატი?
ტრავმების გამო საქმე არ დაგვკლებია, თუმცა სირთულეების მიუხედავად, მაინც დიდებულად გამოვიყურებოდით. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ, განსაკუთრებით დაცვაში ვითამაშეთ კარგად. კუბარსი, ჟერარ მარტინი, ერიკ გარსია... თითოეული მათგანი საუცხოო იყო. გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამის სრულფასოვნად გამოყენების საშუალება მქონდა, რადგან ბევრი მზადმყოფი მოთამაშე გვყავდა.
ახლა ჩვენი მიზანი 100 ქულის დაგროვებაა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ, მომავალ წელს კი ვეცდებით ჩემპიონთა ლიგაც მოვიგოთ.