ამ საუკუნეში ესპანეთში ბარსელონა დომინირებს.
21-ე საუკუნეში ტოპ-ლიგების მასშტაბით მოგებული ტიტულების რაოდენობით ბარსელონას მხოლოდ ბაიერნი უსწრებს.
ლა ლიგის 35-ე ტურში რეალთან გამარჯვების წყალობით, ბლაუგრანა მიმდინარე ასწლეულში მეცამეტედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამავე პერიოდში ბაიერნმა ბუნდესლიგის მოგება 19-ჯერ მოახერხა.
ამ ორი კლუბის შემდეგ სია ასე ნაწილდება: პსჟ და იუვენტუსი (11-11 ტიტული), რეალი (9 ტიტული), მანჩესტერ სიტი და ინტერი (8-8 ტიტული).
ბოლო 4 სეზონში ბარსამ ლა ლიგის მოგება 3-ჯერ მოახერხა.