სტივენ ჯერარდმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, ოქროს ბურთს ყველაზე მეტად იმსახურებს.
ლივერპულის ლეგენდა მხარს ინგლისელ ფორვარდს, ჰარი კეინს უჭერს.
ჯერარდის თქმით, კეინს ოქროს ბურთზე „ერთი ხელი უკვე უდევს“:
მეტი გოლი, მეტი უმაღლესი დონის პერფორმანსი. ვფიქრობ, თუ ის სეზონის ბოლოს კიდევ ერთ მედალს მოიპოვებს, ეს მას ოქროს ბურთზე ერთ ხელს უკვე დაადებინებს. ძალიან გამიხარდება მისი წარმატება და იმ ინდივიდუალური ჯილდოს მიღება, რომელიც მას ასე სურს... ის ამას იმსახურებს
კეინისთვის ეს სეზონი მართლაც ფენომენალურია. ბაიერნ მიუნხენის მაისურით მან 48 მატჩში 55 გოლი გაიტანა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან მარცხისა, ფორვარდი გერმანიის თასის მოგებაზე და მსოფლიო ჩემპიონატზეა ფოკუსირებული.
თუ კეინი ინგლისს 2026 წლის მუნდიალზე გამარჯვებისკენ წაუძღვის, ის გახდება პირველი ინგლისელი მაიკლ ოუენის შემდეგ (2001 წელი), რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.