VIDEO: ოლისეს ულამაზესი გოლი და კეინის გაფუჭებული პენალტი ვოლფსბურგთან
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ვოლფსბურგი საკუთარ მოედანზე ჩემპიონ ბაიერნს დაუპირისპირდა.
36-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი მაიკ ოლისეს ბრწყინვალე გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 56-ე წუთზე, თავის სტილში მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და შორეულ კუთხეში ულამაზეის დარტყმა შეასრულა.
მიუნხენურ გუნდს სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 86 ქულა დაუგროვდა, ჯამში კი გუნდმა 117-ე გოლი გაიტანა. მაიკლ ოლისეს ანგარიშზე კი 15 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.