ალფონსო დევისი ტრავმის გამო ბაიერნს კვლავ გამოაკლდა.
დევისმა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მიიღო. 25 წლის ფეხბურთელი გუნდს სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ვერ დაეხმარება.
ალფონსო დევისი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს
კომპანიმ აღნიშნა, რომ ფიზიკურ მხარეზე მეტად ფეხბურთელის მენტალური მდგომარეობა აწუხებს:
ფიზიკურად მასზე არ ვდარდობ, ის დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა მენტალურად ეს ძალიან რთულია. მუდმივი მცირე ტრავმები, რომლებიც მეორდება, ფსიქოლოგიურად მძიმე ასატანია.
ბაიერნის მწვრთნელმა ასევე ისაუბრა დევისის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის საკითხზეც. მისი თქმით, კლუბი მაქსიმალურად დაეხმარება და მხარს დაუჭერს ფეხბურთელს, რათა მან კანადის ნაკრებთან ერთად ტურნირზე გამოსვლა შეძლოს. კომპანიმ დასძინა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე დიდი მტერი შიშია და ფეხბურთელმა ბრძოლა აუცილებლად უნდა გააგრძელოს.
დევისი მიუნხენელებს გერმანიის თასის ფინალშიც დააკლდებათ შტუტგარტის წინააღმდეგ.