ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა, იმ კანდიდატებზე ისაუბრა, რომლებსაც მერსისაიდული კლუბიდან სეზონის ბოლოს წასული მოჰამედ სალაჰის ჩანაცვლება შეუძლიათ.
TNT Sports-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ კლუბს განსაკუთრებული და უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე სჭირდება:
„მოს შეცვლა ძალიან რთული და ძვირი იქნება. ვინმე განსაკუთრებულია საჭირო. თუ შენ ლივერპული ხარ, უნდა აიყვანო ფეხბურთელი, რომელიც უკვე გამოწრთობილია და შედეგს მაშინვე დადებს. ჩემთვის ასეთი მაიკლ ოლისე იქნებოდა.
დიომანდე მხოლოდ ცხრამეტისაა, მაგრამ უკვე ახლა მასხრად იგდებს მცველებს.
ასევე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ სამერვილს. ის დიდებულია „ერთი ერთზე“ თამაშისას. სამერვილი წარმატებისთვის მოშიებული ჩანს. გუნდისთვის, რომელსაც სირთულეები აქვს, ის ნამდვილი ნათელი წერტილია. სეზონის განმავლობაში ის სულ უფრო უმატებს.“
აღსანიშნავია, რომ 24 წლის კრისენსიო სამერვილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ვესტ ჰემთან 2029 წლამდეა ძალაში.