მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარლოს ალკარასი დაამარცხა და ავსტრალიან ოუფენის 1/2 ფინალში გავიდა.
შეხვედრა 3 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით 4:6 6:4 6:3 6:4 დასრულდა.
პირველ სეტში ნოვაკს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სამედიცინო ტაიმაუტიც აიღო, თუმცა შემდეგ ყველაფერი უკან მოიტოვა და ესპანელი გამოცდილების ხარჯზე დაჯაბნა.
1/2 ფინალში ნოვაკის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც დღეს ასევე ოთხ სეტში ამერიკელი ტომი პოლი გაუშვა სახლში.
შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.
საინტერესოა, რომ ალკარასს 4 გრენდ სლემი აქვს უკვე მოგებული, თუმცა ავსტრალიაში 1/2 ფინალშიც არასდროს გასულა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები